14 ივნისი

#შემოგვიერთდით! #დღესთქვენიდღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!

სხვისი სიცოცხლე თქვენს ხელშია

სისხლის უანგარო დონორობა საამაყო და სრულიად უსაფრთხო პროცედურაა, რომელშიც მხოლოდ ერთი საათი დაგეხარჯებათ და ვიღაცას სიყვარულს გადაურჩენთ…..
დიდი მადლობა ჩვენს უანგარო დონორებს
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!

ესთეტიკური ცენტრი Beauty house

ქ.ბათუმის სისხლის ბანკი ,,ჰემა2012” მადლობას უხდის ესთეტიკური კლინიკა ,,beauty house”- ს თანამშრომლებს აქციაში #გაიღესისხლიგადაარჩინესიცოცხლე. მონაწილეობის მიღებისათვის. #სიკეთეგადამდებია

14 ივნისი – სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე!

“გაუზიარე სიცოცხლე – გაიღე სისხლი” – ეს ის სლოგანია , რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაერთიანებს. ძალიან დიდი მადლობა , რომ არსებობთ და თქვენი არსებობით აძლევთ საშუალებას ბევრ ადამიანს დატკბეს ცხოვრების ყოველი წამით, თქვენი დამსახურებაა , რომ ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ალიონს…კეთილ საქმის კეთებას ჭირდება მხოლოდ ნება! დაე გვქონოდეს ეს ნება სურვილი , რათა ბევრი სიცოცხლე , ბევრი ღიმილი და ბევრი სითბო არსებობდეს ჩვენს ირგვლივ!

ღმერთი იყოს ყველ ჩვენთაგანის მფარველი! ამინ!

ჩვენი მომავალი თაობა – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები!

“ჰემა 2012-ის” სისხლის ბანკი მადლობას უხდის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  სტუდენტური თვითმმართველობა / BSMA Student Self Government-ს აქციის საუკეთესოდ ორგანიზებისთვის , ასევე თითოეულ სისხლის დონორს, უანგარო დონაციისა და სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის!

შპს “ლეგი” – LTD “Legi”

“ჰემა 2012-ის” სისხლის ბანკი მადლობას უხდის შპს “ლეგი”-ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს ბატონ შალვა კეთილაძეს აქციის ორგანიზებისთვის და თითოეულ თანამშრომელს სისხლის უანგარო დონაციისთვის

Radisson Blu Hotel, Batumi

მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩვენთან ერთად!

2017 წლის 16 ნოემბერს სასტუმრო რედისონის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ უანგაროდ გაიღეს სისხლი,   ისინი ყოველ წლიურად მაქსიმალურად ცდილობენ დახმარების ხელი გაუწუდონ მათ , ვისაც ასე ძალიან ჭირდება დახმარება. მათთვის მთავარი სხვისი სიცოცხლის გადარჩენაა <3

დიდი მადლობა თითოეულ მათგანს!

 

მე ვარ დონორი, შენ?

დედამიწის მოსახლეობის ერთმა პროცენტმა რომ გაიღოს უანგაროდ სისხლი,მისი საჭიროების ძირითადი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

სხვისი სიცოცხლე შენს ხელშია!

რატომ არ აბარებს ქართველი დონორი უანგაროდ სისხლს? აი პასუხიც : ყველაზე ხშირად (65%), კვლევის რესპონდენტები ამბობდნენ,რომ მათთვის „არასოდეს უთხოვია ოჯახის წევრს/მეგობარს“ – სისხლის დონაცია. საქმე ისაა,რომ სხვისი თხოვნა არ უნდა გვჭირდებოდეს. ადამიანები ხშირად მას შემდეგ იწყებენ მოქმედებას, როდესაც “საშინელებას” საკუთარ თავზე გამოცდიან, მაგრამ ეს ასე არა უნდა იყოს. ნუ დაელოდები მეგობრის ან ნათესავის თხოვნას. გაიღე სისხლი დღეს სხვისთვის, რადგან ახლა, როდესაც ამას კითხულობ, შესაძლოა ბავშვი კვდება სადმე, იმის გამო, რომ შენი ჯგუფის სისხლი არ აქვთ.

შპს “ჰემა-2012 ” უკვე 5 წლისაა

შპს ჰემა-2012 – სისხლის ბანკი დღეს აღნიშნავს 5 წლის იუბილეს და ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღეს მთელ მის კოლექტივს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად მთელი ამ ხნის განმავლობაში შეძლო სიკეთე ეკეთებინა , გაიღო სისხლი და უამრავ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე!

გახდით ჩვენი თანამგზავრი და ნახავთ რა დიდი ბედნიერება , როცა გეძლევა შესაძლებლობა სხვის თვალებში იმედის სხივი დაინახო